logo_geo
eng_logo
ბოსფორის სრუტის გავლით სირიიდან რუსეთში S-300-ის სარაკეტო სისტემების ტრანსპორტირების გამო, უკრაინის საგარეო უწყებაში თურქეთის ელჩი დაიბარეს
- +

30 აგვისტო. 2022. 01:25

 

 

ბოსფორის სრუტის გავლით სირიიდან რუსეთში S-300-ის სარაკეტო სისტემების ტრანსპორტირების გამო, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში თურქეთის ელჩი დაიბარეს.

 

თურქეთის ელჩს ნოტა გადასცეს ბოსფორის სრუტეში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხომალდ Sparta II-ის გავლასთან დაკავშირებით, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, სირიიდან რუსეთში S-300-ის სარაკეტო სისტემები გადაჰქონდა.

 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თურქეთის ელჩის ყურადღება მიიპყრო იმ ფაქტზე, რომ 1936 წლის 20 ივლისის სრუტეების რეჟიმის შესახებ კონვენციის დებულებების თანახმად, აღნიშნული ხომალდი ექვემდებარება სამხედრო ხომალდის განმარტებას.

 

უკრაინის საგარეო უწყებაში თურქული მხარისგან მოითხოვეს წარმოადგინოს ოფიციალური ინფორმაცია ტვირთის შესახებ, რომელიც ხომალდმა ბოსფორის სრუტის გავლით გადაიტანა, ასევე იმ ზომების შესახებ, რომლებსაც თურქეთმა მიმართა კონვენციის დებულებების შესასრულებლად და რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner