რიოს 2016 წლის XXXI ოლიმპიური თამაშები დასრულდა. აღნიშნული სპორტული ღონისძიება საქართველოსთვის წარმატებული აღმოჩნდა. საქართველოს დელეგაციამ 7 მედალი - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო - მოიპოვა.
საქართველო მედლების საერთო ჩათვლის რეიტინგში 205 ქვეყნას შორის 38 პოზიციას იკავებს.
ოქროს მედალი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავემ ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (57კგ) და ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+105კგ) მოუტანეს. ვერცხლის მედალი ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა (90კგ). ბრინჯაოს მედლები ძიუდოსიტმა ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე შმაგი ბოლქვაძემ (66კგ), ძალოსანმა ირაკლი თურმანიძემ (+105 კგ) და თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა (125კგ).