ხარკოვის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ რუსებმა ქალაქ ხარკოვი ცენტრი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები. აღნიშნულის შესახებ ხარკოვის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე იგორ ტერეხოვმა სოციალურ ქსელში დაწერა.
„ამ დროისთვის განახლებულია ინფორმაცია დაზარალებულთა შესახებ. ხუთი დაღუპული და შვიდი დაშავებული“, – წერს ტერეხოვი.
ხარკოვის ცენტრის დაბომბვის შესახებ, მანამდე ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმაც დაწერა.
მისი თქმით, დაბომბვის შედეგად დანგრეულია შენობები და მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.