logo_geo
eng_logo
საფრანგეთი და გერმანია რუსი ტურისტებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის წინააღმდეგ გამოდიან
- +

30 აგვისტო. 2022. 16:46

 

 

საფრანგეთი და გერმანია რუსი ტურისტებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის წინააღმდეგ გამოდიან. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის და გერმანიის მიერ გავრცელებულ ერთობლივ დოკუმენტში წერია.

 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა არ უნდა შეაჩეროს რუსი ტურისტების ვიზიტი ეკონომიკურ ბლოკში.

 

„ამ კონტექსტში ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს შეშფოთების გააზრებისას, არ უნდა მოხდეს დემოკრატიულ სისტემებში ცხოვრების პირადი გამოცდილების ტრანსფორმაციული ძალის სათანადოდ ვერდაფასება, განსაკუთრებით, მომავალი თაობებისთვის. ჩვენი სავიზო პოლიტიკა უნდა ასახავდეს ამას და აგრძელებდეს ევროკავშირში ხალხთა შორის კონტაქტების არსებობას რუსი ეროვნების ხალხთან, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი რუსეთის ხელისუფლებასთან“, – ნათქვამია დოკუმენტში.

 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა არაფორმალური შეხვედრა დღეს პრაღაში გაიმართება, რომელზეც განხილვის ერთ-ერთი საკითხი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტა იქნება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner