logo_geo
eng_logo
ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N49-51-ში სკვერი რეაბილიტირდა
- +

30 აგვისტო. 2022. 17:07

 

 

ისნის რაიონის გამგეობა რეკრეაციული სივრცეების მოწყობას აქტიურად განაგრძობს.

 

ამჟამად, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის N49-N51-ში დასასვენებელი და გასართობი სივრცის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.

 

სამუშაოების ფარგლებში, 700 კვ.მ ფართობზე ბავშვთა ატრაქციონები დამონტაჟდა,  ფანჩატური, სკამები და ურნები განთავსდა და ახალი LED განათების სისტემა მოეწყო.

 

ასევე, აღნიშნულ ტერიტორიაზე გაკეთდა გამწვანების თარგები და დაირგო ხე-მცენარეები.

 

პროექტი გამგეობის ბიუჯეტიდან 406 011 ლარით დაფინანსდა.

 

დასრულებული სამუშაოები თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანმა, ისნის რაიონის გამგებელ ნიკა ელისაშვილთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კახა ლაბუჩიძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner