logo_geo
eng_logo
პროკურატურამ ვანში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
- +

30 აგვისტო. 2022. 18:22

 

 

საქართველოს პროკურატურამ ვანში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს, ქ.ვანში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების დროს დ.ჩ-ს დანით ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებული 29 აგვისტოს დააკავეს.

 

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით  (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე  თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner