ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე პოლიტიკაში მიდის. ის, „ეროვნული ფორუმმა" წარადგინა თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, ვაზისუბანი-მე-8 ლეგიონის საარჩევნო ოლქში
გთავაზობთ „პრაიმნიუსჯორჯიას" ექსკლუზიურ ინტერვიუს ბესო ჩუბინიძესთან.
- ბესო, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში წასვლა?
- პოლიტიკაში ვარ 1988 წლის ნოემბრის დღეებიდან, ანუ იმ დღიდან, როცა საქართველოს ეროვნული მოძრაობა დაიწყო, და ამ პერიოდის განმავლობაში და არც ახლა - არცერთი (!) პარტიის წევრი არ ვყოფილვარ, საზოგადოებრივი აქტიურობაა ჩემი პოლიტიკა.
- რატომ „ეროვნული ფორუმი" და არა სხვა რომელი პარტია?
- იმიტომ, რომ მათ შემომთავაზეს და რადგან მათი იდეოლოგია ჩემთვის მისაღებია, რადგან მე კახა შარტავას მამასთან ერთად ვომობდი აფხაზეთის ომში, რადგან ლევან სანიკიძის ავტოგრაფით ნაჩუქარ „დედა ისტორიაზე" ვარ გაზრდილი... თანხმობისთვის საკმარისი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ ეროვნული იდეოლოგია ცოტა უფრო მაღალი ტრიბუნიდან გავატარო.
- რა არის თქვენი წინასაარჩევნო დაპირება?
- დაპირებები, ზუსტად ისაა, რასაც არასოდეს ვაკადრებ იმ ხალხს, რომელიც ჩემს გვერდით ცხოვრობს - მე მათთან ერთად ვაპირებ იმას, რაც ჩვენ ყველას ერთად უფრო მარტივს გაგვიხდის უბრალოდ, ცხოვრებას... ჩემი პრიორიტეტი ახალგაზრდობის განათლებისთვის ბრძოლაა და რაც ჩემთვის მთავარია... ჩვენი შვილების განათლებისთვის... წერტილოვანი დარტყმების განხორციელებაა მთავარი, რადგან ახალგაზრდობას უნდა ჰქონდეს სწავლის და განვითარების საშუალება. ზოგადად კი ვაზისუბანი-მე-8 ლეგიონი უნდა გახდეს აქტიური საზოგადოებრივი უბანი... ყველა პოზიტიური გაგებით.
- გამოდის, რომ ჟურნალისტიკას სამუდამოდ დაემშვიდობეთ?
- რანაირად უნდა დაემშვიდობო კაცი გულს?!
- გასაგებია, მაგრამ პოლიტიკა და ჟურნალისტიკა ერთად ვერ მოძოვს...
- მოძოვს...
გიორგი საკარული
წყარო:primenewsgeorgia.ge