logo_geo
eng_logo
ევროკავშირმა გაზის საწყობები დაგეგმილზე ბევრად ადრე 80%-ით შეავსო
- +

30 აგვისტო. 2022. 19:58

 

 

ევროკავშირში მიწისქვეშა გაზის საწყობები უკვე სავსეა 80%-ით, ვადაზე ორი თვით ადრე. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

 

„ევროკავშირის დონეზე ჩვენ ვახდენთ წყაროების დივერსიფიკაციას, ვზოგავთ ენერგიას.  ჩვენი გაზის საწყობი უკვე 80%-ით სავსეა“, - თქვა ფონ დერ ლაიენმა.

 

მან დასძინა, რომ რუსულ წიაღისეულ საწვავზე ევროკავშირის დამოკიდებულების შესამცირებლად, ევროკავშირს სჭირდება განახლებადი ენერგია.

 

ამასთან, საფრანგეთმა გაზის საწყობები 90%-ზე მეტით შეავსო და შანსი აქვს ნოემბრისთვის 100%-ით შეავსოს. რაც შეეხება გერმანიას, უახლესი მონაცემებით, 80%-ზე მეტით შეავსო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner