ევროკავშირში მიწისქვეშა გაზის საწყობები უკვე სავსეა 80%-ით, ვადაზე ორი თვით ადრე. ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
„ევროკავშირის დონეზე ჩვენ ვახდენთ წყაროების დივერსიფიკაციას, ვზოგავთ ენერგიას. ჩვენი გაზის საწყობი უკვე 80%-ით სავსეა“, - თქვა ფონ დერ ლაიენმა.
მან დასძინა, რომ რუსულ წიაღისეულ საწვავზე ევროკავშირის დამოკიდებულების შესამცირებლად, ევროკავშირს სჭირდება განახლებადი ენერგია.
ამასთან, საფრანგეთმა გაზის საწყობები 90%-ზე მეტით შეავსო და შანსი აქვს ნოემბრისთვის 100%-ით შეავსოს. რაც შეეხება გერმანიას, უახლესი მონაცემებით, 80%-ზე მეტით შეავსო.