logo_geo
eng_logo
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: როცა საქმე რუს ტურისტებს ეხება, შენგენის ზონის ქვეყნებს და მთელ ევროპას კოორდინირებული მოქმედებისკენ მოვუწოდებ
- +

30 აგვისტო. 2022. 22:40

 

 

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივან კორჩოკის განცხადებით, საჭიროა კოორდინირებული მოქმედება, თუ როგორი უნდა იყოს ევროკავშირის ქვეყნების დამოკიდებულება რუსი ტურისტების მიმართ.

 

„ჩვენ სლოვაკეთში უკვე შევაჩერეთ დიპლომატიურ და მომსახურე პასპორტებზე ვიზების გაცემა. მოვუწოდებ შენგენის ზონის ქვეყნებს და მთელ ევროპას კოორდინირებული მოქმედებისკენ, როცა საქმე რუს ტურისტებს ეხება. იმედია კონსესუსს მივაღწვეთ“, - აცხადებს ივან კორჩოკი.

 

პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა იმართება. დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში ომი და ევროკავშირის სამოქმედო გეგმაა. ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში, მინისტრები იმსჯელებენ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებაზე. ამ თემასთან დაკავშირებით, წევრ სახელმწიფოებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. საფრანგეთი, გერმანია და უნგრეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც რუსი ტურისტებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვას ეწინააღმდეგებიან. აკრძალვის მომხრეები არიან სლოვაკეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები.

 

პრაღაში მიმდინარე არაფორმალურ შეხვედრაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილიც მონაწილეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner