logo_geo
eng_logo
ტერაქტის საქმეზე ბრალდებულების განცხადებით, დაკავებისას სამართალდამცველებს მათთვის დაზიანებები არ მიუყენებიათ
- +

22 აგვისტო. 2016. 17:48



ტერორისტული აქტის მომზადებაში ბრალდებული ერთ-ერთი პირის ჯაბა მელქაძის ადოკატის მალხაზ სალაყაიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაკავებისას დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა თავად ბრალდებული ამას ურყოფს.



ადვოკატის თქმით, მელქაძე და ბექა ბექაური, რომელიც ამავე საქმეზე ასევე ბრალდებულია და ახლობლების მტკიცებით, სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოშია მოთავსებული, ერთად დააკავეს და მათ დაზიანებები მიაყენეს.



თავად მელქაძის თქმით კი, მისთვის სამართალდამცველებს დაზიანებები არ მიუყენებიათ. იგივე განცხადებები გააკეთეს სხვა დაკავებულებმაც.



შესაბამისი განცხადებები ადვოკატმა და ბრალდებულმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გააკეთეს, სადაც აღნიშნულ საქმეზე დაკავებული შვიდივე პირისთვის აღკვეთის ღონისძიებისთვის შეფარდების საკითხთან დაკავშირებული პროცესი მიმდინარეობს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner