ტერორისტული აქტის მომზადებაში ბრალდებული ერთ-ერთი პირის ჯაბა მელქაძის ადოკატის მალხაზ სალაყაიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაკავებისას დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა თავად ბრალდებული ამას ურყოფს.
ადვოკატის თქმით, მელქაძე და ბექა ბექაური, რომელიც ამავე საქმეზე ასევე ბრალდებულია და ახლობლების მტკიცებით, სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოშია მოთავსებული, ერთად დააკავეს და მათ დაზიანებები მიაყენეს.
თავად მელქაძის თქმით კი, მისთვის სამართალდამცველებს დაზიანებები არ მიუყენებიათ. იგივე განცხადებები გააკეთეს სხვა დაკავებულებმაც.
შესაბამისი განცხადებები ადვოკატმა და ბრალდებულმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გააკეთეს, სადაც აღნიშნულ საქმეზე დაკავებული შვიდივე პირისთვის აღკვეთის ღონისძიებისთვის შეფარდების საკითხთან დაკავშირებული პროცესი მიმდინარეობს.