ტეხასის შტატში, ელ-პასოში მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „ეიბისი ნიუსი“ იტყობინება.
„ორი ვაგონი რელსებიდან გადავიდა აღმოსავლეთ ელ-პასოს მახლობლად, რამაც დააზიანა შემოგარენის ფარდული, ღობე და გაზის მრიცხველი. გაზი გამორთულია და 50-მდე მოსახლის ევაკუაცია განხორციელდა“, - აცხადებენ სახანძრო დეპარტამენტში.
როგორც ამერიკული მედია წერს, ოფიციალური პირები დაღუპულის შესახებ მეტ ინფორმაციას არ ასაჯაროებენ.