logo_geo
eng_logo
უკრაინის საჰაერო ძალები: უკრაინის საჰაერო თავდაცვის ზონაში რუსეთის თვითმფრინავები სამ თვეზე მეტია არ გამოჩენილა
- +

30 აგვისტო. 2022. 23:42

 

 

რუსეთს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ზონაში თვითმფრინავები სამ თვეზე მეტია არ გაუშვია. აგრესორმა ქვეყანამ ტაქტიკა შეცვალა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სარდლობის სპიკერმა იური იგნატმა განაცხადა.

 

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი ომის პირველ კვირებში მტრის თვითმფრინავები ხშირად დაფრინავდნენ ჩვენს ტერიტორიებზე. ოკუპანტებს ეგონათ, რომ აქ „მარტივი გასეირნება“ ელოდათ. მტერმა არ შეაფასა ჩვენი სამხედრო ძალები და ძლიერი წინააღმდეგობა მიიღო. მთელმა რუსეთმა ვერ შეაფასა ჩვენი საბრძოლო სულისკვეთება“, - აღნიშნა იგნატმა.

 

მისივე თქმით, კრემლმა უკრაინასთან მიმართებით ტაქტიკა შეცვალა.

 

„სამ თვეზე მეტია, რაც ჩვენი საჰაერო თავდაცვის ზონაში აგრესორი მხარის თვითმფრინავი არ ყოფილა. ხლა მტერი რაოდენობრივად ნამდვილად იმარჯვებს, მაგრამ ჩვენი სამხედროები საკუთარ მიწაზე იბრძვიან და უკრაინას იცავენ. სწორედ ამიტომ უკრაინის შეიარაღებული ძალები იგერიებენ რაშისტების თავდასხმებს და დამპყრობლებს მოდუნების საშუალებას არ აძლევენ“, - დასძინა იგნატმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner