უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი დამცველები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ყველა რუსმა ოკუპანტმა აუცილებლად იგრძნობს პასუხი საშინელ ტერორზე, რომელიც რუსეთმა უკრაინის მიწაზე შემოიტანა.
„ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ, რათა თითოეულმა რუსმა სამხედრომ აუცილებლად იგრძნოს პასუხი რუსების მიერ ჩვენს მიწაზე შემოტანილ საშინელ ტერორზე.
უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ყირიმიდან ხარკოვის ოლქამდე, რუსეთის არმიას არ აქვს და არ ექნება არცერთი უსაფრთხო ბაზა, არცერთი წყნარი ადგილი.
ჩვენი დამცველები გაანადგურებენ ოკუპანტების ყველა საწყობს და შტაბს, მათ აღჭურვილობას, სადაც არ უნდა იყოს ის განთავსებული. სევასტოპოლთან ნიშნავს სევასტოპოლთან. ლუგანსკთან ნიშნავს ლუგანსკთან. ეს უკრაინული მიწაა და ოკუპანტებს მხოლოდ ორი რამ შეუძლიათ: გაქცევა ან ტყვედ ჩაბარება. ჩვენ მათ სხვა ვარიანტებს არ ვუტოვებთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.