„ეს არაფორმალური შეხვედრაა. შესაბამისად, გადაწყვეტილებების მიღება არ მოხდება, არამედ ესაა სამზადისი სამომავლო გადაწყვეტილებებისთვის“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა დევიდ მაკალისტერმა განაცხადა, პრაღაში საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრასთან დაკავშირებით.
„მესმის, რომ ევროპელებისთვის რთულია რუსეთის იმ მოქალაქეებს ევროპის ქალაქებში დასასვენებლად ხილვა, რომლებიც აქტიურად უჭერენ მხარს ამ საშინელ ომს და აგრესიას, თუმცა ვიზების გაცემასთან მიმართებაში საჭიროა დიფერენცირებული მიდგომა“, - განაცხადა მაკალისტერმა.
პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში ომი და ევროკავშირის სამოქმედო გეგმაა. ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში, მინისტრები იმსჯელებენ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებაზე.