logo_geo
eng_logo
ანალენა ბერბოკი: გერმანიას არ სურს, სავიზო შეზღუდვის სიაში მოხვდნენ რუსეთში დევნილი ადამიანები
- +

31 აგვისტო. 2022. 01:14

 

 

გერმანიას არ სურს, სავიზო შეზღუდვის სიაში მოხვდნენ რუსეთში დევნილი ადამიანები, – „სიენენის“ ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა.

 

„ჩვენ არ ვსჯით იმათ, ვისაც ჯერ კიდევ აქვთ გამბედაობა, რეჟიმის წინააღმდეგ ხმა აღიმაღლონ“, – განაცხადა ბერბოკმა.

 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ბერლინს სურს, რომ დევნილმა ადამიანებმა ქვეყნის დატოვება მალევე მოახერხონ. ბერბოკის თქმით, სავიზო შესაძლებლობამ თავშესაფარი უნდა შესთავაზოს არა მხოლოდ ცნობილ ჟურნალისტებს ან ცნობილ ოპოზიციონერებს, არამედ დარჩეს შესაძლებლობა სტუდენტებისთვის, რომლებსაც გამბედაობა აქვთ, ინფორმაცია სხვაგანაც მიიღონ.

 

„უნდა მოვემზადოთ, რომ რუსეთი მომავალშიც შეუქმნის საფრთხეს ჩვენს უსაფრთხოებას და თავისუფლებას. ამავდროულად, არ შეგვიძლია, შევხედოთ მთელ უსაფრთხოების პოლიტიკას მხოლოდ ამ რუსული აგრესიული ომის თვალსაზრისით“, – აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

 

მედიის ცნობით, ბერლინი მზადაა, შეაჩეროს რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება და შეწყვიტოს მრავალჯერადი ან მრავალწლიანი ვიზების გაცემა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner