სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა გმირებად შემოსაღებულებზე განცხადებას ავრცელებს.
„საუკუნეების მანძილზე, კაცობრიობამ ჩამოაყალიბა მხედრული გმირობის ზუსტი დეფინიცია - მეომრის გააზრებული თავგანწირვა. მაგალითად: 300 არაგველი, ძმები ხერხეულიძეები... დღეს გმირებად გვასაღებენ ხელებაწეულ, მტერს ნებაყოფლობით ჩაბარებულ „აზოვის“ მებრძოლებს. დრონი მეფობენ...“ - წერს გოგა ხაინდრავა.