logo_geo
eng_logo
ბრიუსელში ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა მიმდინარეობს
- +

31 აგვისტო. 2022. 16:48

 

 

ბრიუსელში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შეხვედრა დაიწყო.

 

მოლაპარაკებები ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით იმართება, რომელიც ასევე ესწრება შეხვედრას.

 

შეგახსენებთ, რომ ანალოგიურ ფორმატში შეხვედრა ბრიუსელში წარსულში სამჯერ შედგა.

 

პირველი მოლაპარაკებები 2021 წლის დეკემბერში გაიმართა, მეორე შეხვედრა 2022 წლის აპრილში, ხოლო მესამე 2022 წლის მაისში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner