კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრებზე დაგეგმილი პროექტების განხორციელება გრძელდება, რომელზეც 950 000 ლარია გამოყოფილი.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ქვემო ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ 7 სოფელში 9 პროექტი ხორციელდება:
სოფელი გამდლისწყარო - მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე საბავშვო ატრაქციონებით;
სოფელი პანტიანი - მოწყო სასმელი წყლის შემკრებ-გამანაწილებელ რეზერვუართან დამატებითი შემკრები ჭა და ამოიცვლა ფოლადის დაზიანებული მილი;
სოფელ გორაკა - მოიხრეშა და მოსწორდა სოფლის ცენტრალური გზის დარჩენილი მონაკვეთი;
სოფელი გორაკა - მოეწყო სოფლის შიდა უბნის გარე განათება;
სოფელი ახალშენა - მოეწყო მგზავრთა გზისპირა მოსაცდელი;
სოფელი ახალშენა - მოეწყო დარჩენილი უბნის გარე განათება;
სოფელი ქვემოჭალა - მიმდინარეობს სატრენაჟორო სივრცის მოწყობა, სადაც ტრენაჟორების კომპლექტი დამონტაჟდება,
სოფელი ვაკე - გამოცხადებულია ტენდერი სასმელი წყლის დამატებითი დებეტის მოძიებასა და არსებულ მილზე დაერთება.
სოფელი საკორინთლო - მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები.