logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ადიგენი განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებაში
- +

22 აგვისტო. 2016. 18:44



„ადიგენი არის ადგილი, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებაში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ადიგენში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.



კვირიკაშვილის თქმით, სწორედ ადიგენზე გაივლის ჩრდილოეთ-სამხრეთის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალები, რაც დიდ ბიძგს მისცემს მთლიანად რეგიონის განვითარებას და ადიგენში ბიზნესაქტივობას შეუწყობს ხელს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო 4 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიმართულებებს: ჯანმრთელობის დაცვას, სოფლის მეურნეობას, ინფარსტრუქტურულ პროექტებს, წარმოების განვითარებას. მანვე ხაზი გაუსვა განათლების სისტემის რეფორმირების მნიშვნელობას, რაც მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის შემადგენელი ნაწილია.



დღეს გარკვეული პროფესიის ადამიანები სანთლით საძებარია და ამავე დროს ჩვენი ახალგაზრდები ამთავრებენ უმაღლეს სასწავლებლებს პროფესიით, რაც ჭარბად არის ქვეყანაში. ვფიქრობ, დანაშაულს ჩავდივართ მომავალი თაობის წინაშე, როცა არ ვაძლევთ სწორ მიმართულებას მათ. ეს აუცილებლად გამოსწორდება და ამ პროცესს წარმატებული შედეგით დავასრულებთ", - აღნიშნა პრემიერმა.



გიორგი კვირიკაშვილმა ვრცლად ისაუბრა ქვეყნის განვითარების სამომავლო გეგმაზე. მისი თქმით, ხელისუფლების მიერ დასახული მიზნების განსახორციელებლად, უპირველესად, საჭიროა საზოგადოების კონსოლიდაცია.



ყოველგვარი ემოციის გარეშე მინდა გითხრათ, უნდა დასრულდეს ჩვენი ისედაც პატარა ერის გათითოკაცება. ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ და უზრუნველვყოთ ჩვენი შვილების უკეთესი მომავალი, ჩვენი მოხუცების უკეთესი სიბერე, ჩვენი ახალგაზრდების უკეთესი განათლება და მათი დასაქმება, შუა ასაკის ადამიანების ბოლომდე ჩართვა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. ეს არ არის ცარიელი სიტყვები, ჩვენ შეგვიძლია 4 წლის თავზე მივიღოთ თვისობრივად ახალი ქვეყანა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



პრემიერ-მინისტრმა ადიგენის მოსახლეობას „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კოპაძე წარუდგინა და მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

 


„მე ჩემის მხრივ, მინდა ვთქვა, რომ ვიქნები თითოეული თქვენთაგანის ღირსეული წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.ვიქნები თქვენი ელჩი, თქვენი ყველა ნების მიმტანი და გადამცემი ჩვენი ხელმძღვანელობისა და მთავრობისთვის. დიდი მადლობა კიდევერთხელ და მოგიწოდებთ ყველას, რომ 8 ოქტომბერს მობრძანდეთ, მხარი დაუჭიროთ „ქართულ ოცნებას“, - განაცხადა გიორგი კოპაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner