მელიტოპოლის მერი ივან ფიოდოროვი აცხადებს, რომ ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის.
მისივე თქმით, წინააღმდეგობის ძალებმა, სავარაუდოდ, ოკუპანტების სამხედრო ბაზა გაანადგურეს.
„წინააღმდეგობა გრძელდება: დაახლოებით 10 აფეთქება დაფიქსირდა მელიტოპოლის სამხრეთით, მოლოხნი ლიმანის მიმართულებით, სადაც ოკუპანტებმა სამხედრო ტექნიკა გადაჰქონდათ.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქებები ჯერ სამხრეთის ქუჩების მოსახლეობამ გაიგო, მოგვიანებით კი მთელმა ქალაქმა“, - აცხადებს ფიოდოროვი.