logo_geo
eng_logo
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმის მცხოვრებლებს მოუწოდებს, რუსული ძალების ბაზებისა და გადაადგილების შესახებ დეტალები მიაწოდონ
- +

31 აგვისტო. 2022. 23:17

 

 

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ყირიმის მცხოვრებლებს მოუწოდებს, რუსული ძალების ბაზებისა და გადაადგილების შესახებ დეტალები მიაწოდონ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

 

„საოკუპაციო ძალების განლაგების ადგილების ზუსტი მდებარეობა და საცხოვრებელი მისამართები (სასურველია გეოგრაფიული კოორდინატებით) ისევე, როგორც მაღალი რანგის ოფიცრების საცხოვრებლის დეტალები“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ასევე მიმართავს თხოვნით ყირიმის მცხოვრებლებს, მიაწოდონ ინფორმაცია სამხედრო აღჭურვილობის გადაადგილების მარშრუტებისა და მტრის მხარეს გადასული ადგილობრივების შესახებ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner