logo_geo
eng_logo
ე.წ. ტერაქტის საქმის პროკურორი: ბრალდებულებს საკმაოდ დიდი კავშირები აქვთ საზღვარგარეთ
- +

22 აგვისტო. 2016. 18:45



ტერორისტული აქტის საქმის პროკურორის გიორგი დავითაშვილის განცხადებით, ბრალდებულებს საკმაოდ დიდი კავშირები აქვთ საზღვარგარეთ.



პროკურორმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა, რომ სწორედ ამიტომ არსებობს საშიშროება, რომ ისინი გათავისუფლების შემთხვევაში ქვეყანას დატოვებენ.



მისივე ინფორმაციით, არსებობს ჩანაწერებიც, რომელიც ადასტურებს, რომ ბრალდებულებს თანხას სთავაზობდნენ.



პროკურორი ყველა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.



თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე დაკავებული შვიდივე პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხთან დაკავშირებული პროცესი მიმდინარეობს. პროცესს 6 ბრალდებული ესწრება, მეშვიდე - ბექა ბექაური კი, ახლობლების ინფორმაციით, სასტიკად ნაცემი, საავადმყოფოშია მოთავსებული.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner