logo_geo
eng_logo
ბრიუსელში შარლ მიშელს, ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა გაიმართა
- +

31 აგვისტო. 2022. 23:35

 

 

ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, სომხეთის პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს შორის დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გაიმართა, რომელიც დაახლოებით ოთხი საათი გაგრძელდა. ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ნიკოლ ფაშინიანი და ილჰამ ალიევი ერთმანეთს შარლ მიშელის შუამავლობით შეხვდნენ.

 

ლიდერებმა პატიმრების გათავისუფლების, უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა, საზღვრის დელიმიტაციისა და უსაფრთხოების, რეგიონის დებლოკირების საკითხები განიხილეს, ისევე როგორც, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების ნორმალიზებასთან და მთიან ყარაბაღთან დაკავშირებული საკითხები.

 

სომხური მედიის ცნობით, მიღწეული იქნა შეთანხმება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, სამშვიდობო ხელშეკრულების შემუშავებასთან დაკავშირებით, არსებითი მოლაპარაკებების გაგრძელების შესახებ. სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ერთ თვეში გაიმართება. აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების შემდეგი შეხვედრა კი ნოემბერში გაიმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner