logo_geo
eng_logo
მოსკოვი ევროკავშირს რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმების შეჩერებისთვის საპასუხო ზომების მიღებით ემუქრება
- +

31 აგვისტო. 2022. 23:58

 

 

„ევროკავშირის გადაწყვეტილება რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ უპასუხოდ არ დარჩება“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა.

 

 „რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმებიდან ევროკავშირის გასვლა და მისგან გვერდის ავლა უპასუხოდ არ დარჩება. ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ, იქნება თუ არა მიღებული ზომები სიმეტრიული, ასიმეტრიული თუ სხვა, რასაც ბრიუსელი არ ელის“, - განაცხადა გრუშკომ.

 

შეგახსენებთ, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიაღწიეს პოლიტიკურ შეთანხმებას რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეჩერებაზე უკრაინის წინააღმდეგ ომის ფონზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner