logo_geo
eng_logo
კოსოვოში სერბეთის მოქალაქეებისთვის გადაადგილების ახალი წესები ხვალიდან ამოქმედდება
- +

1 სექტემბერი. 2022. 00:32

 

 

კოსოვოში ხვალიდან სერბეთის მოქალაქეებისთვის გადაადგილების ახალი წესები ამოქმედდება. ახალი რეგულაციებით, ქვეყანაში შესვლისას სერბეთის მოქალაქეებმა ადგილობრივი სანომრე ნიშნები უნდა აიღონ. კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრებმა ეთნიკურმა სერბებმა კი, რომელთა ავტომობილებსაც სერბეთში გაცემული სანომრე ნიშნები აქვთ, ისინი უნდა ჩაანაცვლონ კოსოვოში რეგისტრირებული სანომრე ნიშნებით.

 

ახალი რეგულაციები პირველ აგვისტოს უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა, ეთნიკური სერბების უკმაყოფილებისა და კოსოვო-სერბეთის გამყოფ ხაზზე ივლისის მიწურულს მომხდარი შეტაკებების ფონზე, ევროკავშირმა და აშშ-მ თხოვნით მიმართეს კოსოვოს ხელისუფლებას, ერთი თვით გადაევადებინათ ახალი წესების ამოქმედება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner