logo_geo
eng_logo
ჟდანოვი: რუსებს შორის უკვე სუფევს პანიკა, მათ ესმით, რომ ხიდები დანგრეულია, გასაქცევი გზა არ არის, ხაფანგში არიან
- +

1 სექტემბერი. 2022. 00:42

 

 

უკრაინელი სამხედრო ექსპერტი ოლეგ ჟდანოვი აცხადებს, რომ უკრაინის კონტრშეტევა ხერსონის ოლქში წარმატებით მიმდინარეობს.

 

მისივე თქმით, რუსი სამხედროები ხაფანგში არიან და ამას თავადაც ხვდებიან.

 

„გენერალურ შტაბს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა ფრონტის ხაზი ხერსონის ოლქში. ამავდროულად, CNN იუწყება, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა უკრაინის ჯარების სასარგებლოდ.

 

მე ვიწინასწარმეტყველე, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები სისტემატურად და მეთოდურად გამოიყვანდნენ წყობიდან ამ დაჯგუფებას არტილერიის, სარაკეტო სისტემებისა და ავიაციის დახმარებით.

 

ხერსონის ოლქში მტრის დაჯგუფების ორ ნაწილს შორის კომუნიკაცია არ არსებობს, ისინი ალყაში არიან.

 

ოკუპანტებს შორის უკვე სუფევს პანიკა. რუსებს ესმით, რომ ხიდები დანგრეულია, გასაქცევი გზა არ არის, ხაფანგში არიან. მათთვის არსებობს 2 ვარიანტი: ან გაიქცნენ ან დანებდნენ“, - განაცხადა ჟდანოვმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner