logo_geo
eng_logo
ზელენსკი: ევროპისთვის დამამცირებელია, როდესაც მას ერთ დიდ ბუტიკად ან რესტორნად აღიქვამენ - ევროპა, პირველ რიგში, ღირებულებების ტერიტორიაა
- +

1 სექტემბერი. 2022. 01:21

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ ევროპა ზნეობრივად ყრუ იქნება რუსებისთვის ევროკავშირში შესვლის შეზღუდვის საკითხზე, მაშინ მშვიდობიანი ევროპა არ იქნება.

 

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ევროპული ვიზების გაცემის შეზღუდვის საკითხი საბოლოოდ უნდა გადაწყდეს.

 

„ვფიქრობ, ევროპისთვის დამამცირებელია, როდესაც მას ერთ დიდ ბუტიკად ან რესტორნად აღიქვამენ. ევროპა, პირველ რიგში, ღირებულებების ტერიტორიაა და არა პრიმიტიული მოხმარების. როდესაც იმ სახელმწიფოს მოქალაქეები, რომლებსაც ევროპული ფასეულობების განადგურება სურს, ევროპას გასართობად ან შოპინგისთვის იყენებენ მაშინ, როდესაც თავად მუშაობენ ომზე ან უბრალოდ ჩუმად ელოდებიან რუსეთის ამორალურ დაცემას, რაც ახლა ხდება, მაშინ ეს სრულიად ეწინააღმდეგება იმას, თუ რისთვის გაერთიანდა ევროპა. [...] ევროპა ზნეობრივად ყრუ ვერ გახდება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner