logo_geo
eng_logo
უკრაინაში რუსეთის თავდაცვის მინისტრზე სისხლის სამართლის საქმე აღძრეს
- +

22 აგვისტო. 2016. 18:46



გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის თავდაცვის მინისტრის და კიდევ 17 რუსი მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.


პროკურატურაში აცხადებენ, რომ ყველა მათგანი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაშია ეჭვმიტანილი.


სერგეი შოიგუს გარდა, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მისი ორი მოადგილის, ასევე რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, სერგეი გლაზევისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების 10 გენერლის წინააღმდეგ.


ლუცენკოს ცნობით, ამჟამად უწყება ამზადებს შუამდგომლობას სასამართლოსთვის, აღნიშნული პირების დაკავების ორდერის მიღების მიზნით.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner