logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: თემების უქონლობით დაღლილმა ჩვენმა „კრიტიკულმა“ მედიამ მორიგი მავნებლური კამპანია ასწია, რასაც ბევრი „ძაან ევროპელი“ გამოეხმაურა „ღლიცინით“
- +

1 სექტემბერი. 2022. 12:55

 

 

„სავალალო ის კი არ არის, რომ 2015 წლიდან ევრო-რეკომენდაციის 272 დირექტივიდან საქართველოს 162 შესრულებული აქვს და წარმოდგენაც კი არ აქვს ამ ხალხს რა ნორმატიულ აქტებზეა საუბარი? არამედ ევროპა, სავაჭრო ურთიერთობები და ქვეყნის ხვალინდელი დღე გირჩი-ჯაფარიძის სექსუალური ფანტაზიების თავისუფლება ჰგონია“, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე მთავრობის მიერ ხბოს დაცვის რეგლამენტის დამტკიცებასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებას.

 

მისი თქმით, სიბრიყვე და მავნებლობის პროპაგანდა გახდა ე.წ. „კრიტიკული მედიის“ მაცოცხლებელი დღის წესრიგი.

 

„თემების უქონლობით დაღლილმა ჩვენმა „კრიტიკულმა“ მედიამ, მორიგი მავნებლური კამპანია ასწია, რასაც ბევრი ძაან ევროპელი გამოეხმაურა „ღლიცინით"“... სავალალო ის კი არ არის, რომ 2015 წლიდან ევრო-რეკომენდაციის 272 დირექტივიდან საქართველოს 162 შესრულებული აქვს და წარმოდგენაც კი არ აქვს ამ ხალხს, რა ნორმატიულ აქტებზეა საუბარი? არამედ ევროპა, სავაჭრო ურთიერთობები და ქვეყნის ხვალინდელი დღე გირჩი-ჯაფარიძის სექსუალური ფანტაზიების თავისუფლება ჰგონია... სიბრიყვე და მავნებლობის პროპაგანდა გახდა ე.წ. „კრიტიკული მედიის“ მაცოცხლებელი დღის წესრიგი. ესენი ევროპასთან ისეთივე თავსებადები არიან, როგორც ღორი და ფილარმონია“, - წერს ქადაგიძე ფეისბუქზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner