logo_geo
eng_logo
ქვემო ქართლში კვალიფიციური სანერგე მეურნეობების ინსპექტირება მიმდინარეობს
- +

1 სექტემბერი. 2022. 13:06

 

 

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ქვემო ქართლის რეგიონში, სარგავი მასალის მწარმოებელი კვალიფიციური სანერგე მეურნეობების ინსპექტირება განახორციელა და მათი ფიტოსანიტარული მდგომარეობა შეაფასა. სპეციალისტებმა ნერგის მწარმოებელ ფერმერებს ჯანსაღი სარგავი მასალის წარმოებასთან დაკავშირებული საერთაშორისო მოთხოვნები და სერტიფიცირების პროცესში გასავლელი ეტაპები გააცნეს.

 

საქართველოს მთავრობის დადგენილების „საკვალიფიკაციო მოთხოვნები სანერგე მეურნეობისთვის, რომელიც აწარმოებს ხეხილის გასამრავლებელ მასალას და ნერგებს“ თანახმად, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, მინიმუმ წელიწადში ერთხელ ახორციელებს კვალიფიციური სანერგე მეურნეობის ინსპექტირებას. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, თუ სანერგე არ ახდენს ხარვეზის გამოსწორებას შეტყობინებით განსაზღვრულ ვადაში, ცენტრი მეურნეობას კვალიფიციური სანერგე მეურნეობის რეესტრიდან იღებს.

 

სანერგე მეურნეობის კვალიფიციურობის დადგენა, რომელიც სარგავი მასალის სერტიფიცირების წინაპირობაა, 2017 წლიდან მიმდინარეობს. ცენტრის წარმომადგენლები საველე ინსპექტირებისას, სანერგეებისადმი წაყენებული მოთხოვნის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტით ხელმძღვანელობენ.

 

თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ნაწილს წარმოადგენს, რაც ბაზარს ხარისხიანი სანერგე მასალით უზრუნველყოფს, ჩაანაცვლებს იმპორტირებულ მასალას და ადგილობრივი ჯიშების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner