logo_geo
eng_logo
ჩეხეთის პრემიერი: ევროკავშირს ერთიანი ევროპული არმია სჭირდება
- +

22 აგვისტო. 2016. 18:53



ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის ბოჰუსლავ სობოტკას განცხადებით, გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირს ერთიანი ევროპული არმია სჭირდება.



მისი თქმით, გერმანიასა და საფრანგეთში მომხდარი თავდასხმების შემდეგ ნათელი გახდა, რომ ევროპა სხვადასხვა სახის საფრთხეებისთვის უნდა იყოს მზად.



ჩეხეთის პრემიერის განცხადებით, მიგრაციულმა კრიზისმა ასევე დაადასტურა, რომ საჭიროა ევროკავშირის გარე საზღვრების დაცვა.



დარწმუნებვული ვარ, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ ერთიანი ევროპული არმია გვჭირდება", - განაცხადა ბოჰუსლავ სობოტკამ.



მისი ცნობით, აღნიშნულ საკითხზე კონკრეტული წინადადებები შესაძლოა, ევროპული საბჭოს უახლოეს შეხვედრებზე გაჟღერდეს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner