logo_geo
eng_logo
შარტავას ქუჩაზე ავტოფარეხების დემონტაჟი განხორციელდა
- +

1 სექტემბერი. 2022. 16:50

 

 

საბურთალოს რაიონში, შარტავას ქუჩის N4-6 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, 53 ავტოფარეხის დემონტაჟი განხორციელდა.

 

ადგილობრივ მოსახლეობას საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე შეხვდა და ტერიტორიის მოწესრიგების შესახებ  მათი მოსაზრებები მოისმინა. გადაწყდა, რომ პირველ ეტაპზე საჭიროა მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, რის შემდეგაც ეზოში დაიგება ასფალტის საფარი და დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.

 

პროექტი საბურთალოს გამგეობის დაფინანსებით შესრულდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner