logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს სხდომა გაიმართა
- +

1 სექტემბერი. 2022. 16:51

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

 

მთავრობის მეთაურმა, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქვეყნის ეროვნული განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტი განიხილა, რომელიც 2030 წლისთვის საქართველოს განვითარების ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებს ასახავს. აღინიშნა, რომ დოკუმენტი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის მდგრადი, გრძელვადიანი განვითარების დაგეგმვისათვის, მისი ხედვა კი ორიენტირებულია თითოეული მოქალაქის ცხოვრების ხარისხის გაზრდასა და კეთილდღეობაზე.

 

სხდომის დასასრულს, საბჭოს წევრებმა ქვეყნის ეროვნული განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტი მოიწონეს, რომელიც დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner