logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: კარგი იქნება, სხვებიც თუ მიჰბაძავენ და ამ აბსოლუტურად დემოკრატიულ პრაქტიკას უფრო აქტიურად დაამკვიდრებენ!
- +

1 სექტემბერი. 2022. 17:41

 

 

„აი, ეს ძალიან მომწონს, ფეიკ ტელევიზია და მისი თავმომწონე, დეზინფორმაციის გამავრცელებელი „ჟურნალისტი“ სასამართლოს წინაშე წარდგება! შესანიშნავია, თუ თან კომპენსაციის გადახდაც მოუწევს. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ისინი, დიდი ხანია, ასცდნენ იმას, რასაც ჟურნალისტიკა და მედია ჰქვია“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ფაქტს, რომლის თანახმად თბილისის მერი კახა კალაძე „TV პირველის“ და ჟურნალისტ მაია მამულაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს.

 

როგორც ნიკოლეიშვილი წერს, კარგი იქნება, კახა კალაძეს თუ სხვებიც მიჰბაძავენ და ამ აბსოლუტურად დემოკრატიულ პრაქტიკას უფრო აქტიურად დაამკვიდრებენ.

 

„აი, ეს ძალიან მომწონს, ფეიკ-ტელევიზია და მისი თავმომწონე, დეზინფორმაციის გამავრცელებელი „ჟურნალისტი“ სასამართლოს წინაშე წარდგება! შესანიშნავია, თუ თან კომპენსაციის გადახდაც მოუწევს. იცით, რატომ? იმიტომ, რომ ისინი დიდი ხანია ასცდნენ იმას, რასაც ჟურნალისტიკა და მედია ჰქვია. შესაბამისად, სწორედ კანონის წინაშე უნდა აგონ პასუხი იმაზე, რასაც სჩადიან და რასაც რეალურად წარმოადგენენ. ასევე, კარგი იქნება, სხვებიც თუ მიჰბაძავენ და ამ აბსოლუტურად დემოკრატიულ პრაქტიკას უფრო აქტიურად დაამკვიდრებენ! სხვათა შორის, ასეთი სასამართლოს შემდეგ, იგივე, აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში, ასეთ ადამიანებს ჟურნალისტებად არც მოიხსენიებენ ხოლმე“, - წერს ნიკოლეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner