logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: იქნებ ვინმემ მაინც დაანახვოს „ტვ პირველს“, რომ ამდენი ფეიკი უბრალოდ მარაზმი და ამორალურია
- +

1 სექტემბერი. 2022. 18:00

 

 

ექსპერტი ირაკლი ლატარია თბილისის მერის, კახი კალაძის მხრიდან „ტვ პირველის“ ჟურნალისტის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას ეხმიანება.

 

მისი თქმით, იქნებ ჯარიმების გადახდის შემდეგ მაინც დაფიქრდნენ და შეცვალონ მუშაობისა და მართვის სტილი.

 

„ძალიან კარგი. იქნებ ვინმემ მაინც დაანახვოს „ტვ პირველს“, რომ ამდენი ფეიკი უბრალოდ მარაზმი და ამორალურია. იქნებ ახლა მაინც ისწავლონ ჭკუა, რომ არ შეიძლება ადამიანებზე ინფორმაციების გამოგონება და ამით საზოგადოების მოწამვლა. იქნებ ჯარიმების გადახდის შემდეგ მაინც დაფიქრდნენ და შეცვალონ მუშაობისა და მართვის სტილი. კარგია ეს ყველაფერი და ბოლომდე თუ მიიყვანს კახი და საჯარო ბოდიშებსაც მოვისმენთ, ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები“, - წერს ლატარია ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner