logo_geo
eng_logo
დიმიტრი პალპატინი: 30-ათასდოლარიანი პორტრეტი პირადად სააკაშვილის დაკვეთით არის შესრულებული
- +

22 აგვისტო. 2016. 19:08



ოდესის საკრებულოს წევრი და უკრაინის რადას დეპუტატის, დიმიტრი გოლუბოვის პირადი კონსულტანტი დიმიტრი პალპატინი „facebook"-ში მიხეილ სააკაშვილის ფოტოს ავრცელებს.


„ეს-ესაა, მოვაღწიე კომპიუტერთან, მაპატიეთ, რომ მაშინვე ვერ დავწერე. ვიდრე პავლენსკი ოდესის ჰაბში მაყურებლის წინაშე თავს იწონებდა, დატრიალებული განუკითხაობის გამო, კიდევ ერთმა, არცთუ ისე უმნიშვნელო ამბავმა გვერდით ჩაგვიარა. ქალაქში სტუმრად მყოფი „დიადი ოდესელი" როიტბურდი ერთ ყლუპ ჩაიში დახურდავდა: აღმოჩნდა, რომ ბადრი მთვარესავით გუბერნატორის პორტრეტი მისი შემოქმედებაა. პრინციპში, ამას არც უნდოდა დიდი მტკიცება. მე არ მივეკუთვნები როიტბურდის ფანატებს, თუმცა, ავტორის სხვა ნამუშევრებთან „პორტრეტული მსგავსება", ჩემი აზრით, სახეზეა. თუმცა მთავარი ეს არ არის. მთავარია - ფასი! 30 000 დოლარი.

 

პორტრეტი შესრულებულია პირადად სააკაშვილის დაკვეთით. ხელოვნებათმცოდნეებს ვთავაზობ, ექსპერტიზა ჩაუტარონ ხელოვნების ამ ნიმუშს. ასევე მოუთმენლად ველით თავად როიტბურდის კომენტარებს. მესმის, რომ იგი მაღალანაზღაურებადი უკრაინელი მხატვარია. მაგრამ უცნაურია, რომ მან ასე მარტივად, ქეშისთვის მისცა კერძო კოლექციონერს ეს შედევრი, და ჩვეულებისამებრ, Sotheby's აუქციონზე არ გაიტანა ეს ნახატი. უპრიანი იქნებოდა, ეს ეპოქალური ტილო აუქციონით გაყიდულიყო: ოფიციალური გადახდით, ჩეკით და მყიდველის შემოსავლების კანონიერების დადასტურებით", - წერს ოდესელი დეპუტატი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner