„ვფიქრობ, რომ ჩვენ ასეთი პოლემიკით არ გავაძლიერებთ ურთიერთობებს აშშ-სთან არამედ დავასუსტებთ, ამიტომ ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის ამოცანა და სურვილია, რომ უფრო მეტად გავაძლიეროთ და გავუფრთხილდეთ ამ ურთიერთობებს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მე არ ვარ წინააღმდეგი - ყველა კითხვა უნდა დაისვას, კრიტიკაც მისაღებია ადამიანების მხრიდან, მაგრამ მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ასეთი პოლემიკის განვრცობა და გადაჭარბება არ იქნება საინტერესო ჩვენი ქვეყნისთვის".