გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია, სავარაუდოდ, ზამთარს კრიზისის გარეშე გაივლის, თუნდაც რუსული გაზის მიწოდება შეწყდეს.
ოლაფ შოლცის თქმით, გერმანიას შეუძლია გამოიყენოს გაზის თავისი მარაგები და მეტი მიწოდება მიიღოს ნორვეგიიდან ან ნიდერლანდებიდან.
მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობამ ადრევე მიიღო პრევენციული ზომები ასეთი კრიზისის წინააღმდეგ.
„სიტუაცია რომც გართულდეს, ალბათ ზამთარს გადავლახავთ“, - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.