აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა ჯეფ ვან დრიუმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის მიმართ მიმდინარე გამოძიება საიდუმლო დოკუმენტების სავარაუდო არასათანადო გამოყენების გამო იმის ნიშანია, რომ ვაშინგტონს ტრამპის ეშინია.
„მე არ ვამბობ, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ყველა აგენტი და ყველა ადამიანი ცუდია, მანდ ძალიან კარგი ხალხია, თუმცა ზემოთ მყოფი პირები არ არიან ისეთები, როგორიც უნდა იყვნენ“, - აღნიშნა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა.
„ვაშინგტონი ლაყე კვერცხივითაა. დონალდ ტრამპმა გატეხა იგი და საშუალება მოგვცა გვენახა და გვეგრძნო იმ ყველაფრის სუნი, რაც ვაშინგტონში ხდება. ის, რაც ხდება, ცუდია და არ არის კარგი და არასწორია“, - განაცხადა ჯეფ ვან დრიუმ.