საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა „ევრობასკეტზე“ პირველი თამაში ბელგიასთან გამართა და ანგარიშით 76:79 დამარცხდა.
პირველად საქართველოს ისტორიაში, კალათბურთში ევროპის ჩემპიონატს, სამ ევროპულ ქალაქთან ერთად, თბილისი მასპინძლობს.
ა ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროსა და საქართველოს ნაკრებები მონაწილეობენ, „თბილისი არენაზე“ ჩატარდება.