ბელორუსის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ სკოლებში და უნივერსიტეტებში ისტორიის ღია გაკვეთილზე განაცხადა, რომ ომი უკრაინაში უახლოეს მომავალში დასრულდება.
ლუკაშენკო დარწმუნებულია, რომ რუსეთის ფედერაცია ომს ვერ წააგებს.
„იქ, კონფლიქტი მწიფდება პრეზიდენტსა და სამხედროებს შორის. მხოლოდ სამხედროებს შეუძლიათ დარტყმა მიაყენონ და თქვან: არა, მოლაპარაკება არ გვინდა, რადგან უკრაინა აღიგავა პირისაგან მიწისა“, - აცხადებს ლუკაშენკო.
ლუკაშენკომ „დაარწმუნა“ ბელორუსი სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები, რომ „უკრაინა იყოფა“.
ლუკაშენკო იმედოვნებს, რომ სიტუაცია უკრაინაში ახლა დამოკიდებულია არა პრეზიდენტზე, არამედ სამხედროებზე. მისი თქმით, ისინი ხედავენ სიტუაციის „მომავალს“.