logo_geo
eng_logo
დარეჯან მეფარიშვილი: კახა კალაძე მაია მამულაშვილის წინააღმდეგ!
- +

2 სექტემბერი. 2022. 01:48

 

 

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

მალე გაიმართება სასამართლო პროცესი, რომელსაც თავისუფლდ შეიძლება ვუწოდოთ უპრეცედენტო!

 

თბილისის არცერთ მერს ჟურნალისტის წინააღმდეგ სასამართლოსთვის არ მიუმართავს (ყოველშემთხვევაში მე არ მსმენია)!

 

კახა კალაძე მაია მამულაშვილის წინააღმდეგ!

 

ტვ პირველის ჟურნალისტმა საავტორო გადაცემაში განაცხადა:

 

„კახა კალაძემ მხოლოდ ერთი ტენდერიდან 60 მილიონი მიიღო, რაც არის ოფიციალური ინფორმაცია”.

 

აქამდე იყო ასე: იტყოდნენ, იტყოდნენ, იტყოდნენ და ... არაფერი!

 

მათ პასუხს არავინ სთხოვდა!

 

ჩემი აზრით, კახა კალაძე ისე, როგორც დედაქალაქში, სამართლებრივი კუთხითაც ცდილობს ევროპული მოდელი დაამკვიდროს!

 

ის ჩუმად იყო მაშინ, როცა ჟურნალისტები მის ოჯახს ტალახს ესროდნენ.

 

ჩუმად იყო მაშინ, როცა ჟურნალისტებმა კალაძეების ოჯახის დიდი ტკივილი და ტრაგედია, "საჯილდაო ქვად" აქციეს.

 

კალაძე სამართლებრივი კუთხით დუმდა მაშინაც, როცა ჟურნალისტები იგესლებოდნენ - ეს მათი მოსაზრება იყო და როცა სისხლის ნაცვლად შხამი უჩქეფთ მავანთ  ძარღვებში, თემიდა კი არა ოჯახის წევრებიც კი უძლურნი არიან!

 

კალაძე სამართლებრივად დუმდა მაშინაც, როცა ჟურნალისტები "თითიდან გამოწოვილი" "ინფორმაციით" კვებავდნენ საზოგადოებას და აცხადებდნენ, რომ თურმე თბილისის მერი კომენტარს არ აკეთებდა - ეს იმ დროს, როცა თბილისის მერის კომენტარს, თუ თბილისის მერიის ოფიციალურ განცხადებას ჩეხდნენ, ან საერთოდ არ მიმართავდნენ კომენტარისთვის!

 

როგორც ჩანს "60 მილიონიანი საქმე" ბოლო წვეთი იყო და თბილისის მერმა სასამართლოს მიმართა!

 

ადვოკატი დიმიტრი გაბუნია:

 

სად გადის ზღვარი ცილისწამებას და გადაუმოწმებელ ინფორმაციასა და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას შორის ეს საერთაშორისო სასამართლოებმა დიდი ხნის წინ დაადგინეს და ახლა საქართველოს სასამართლომაც უნდა დაადგინოს. გვაინტერესებს ის დოკუმენტაცია, რომელზეც საუბრობდა ჟურნალისტი მაია მამულაშვილი, კონკრეტული ფაქტი, რომ კახა კალაძემ 60 მილიონი "ჩაიდო ჯიბეში”... თუ არ იქნება წარმოდგენილი ეს დოკუმენტაცია კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი კანონის წინაშე. ამ განცხადებით ადგილი აქვს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, რადგან თანხმების მითვისება წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს".

 

თბილისის მერი მოპასუხისაგან ზიანის ანაზღაურების სახით 100 ათას ლარს ითხოვს.

 

რა მოხდება ცოტა ხანში?

 

გამოვარდება მაია მამულაშვილის "დიდი პოლიტიკოსი" და, ამხანაგი ნაცმოძრაობიდან ნონა მამულაშვილი და იტყვის, რომ "დიდი ჟურნალისტის" წინააღმდეგ მიდის ბრძოლა და რომ "დაგუგლე - დასერჩე" "ჟურნალისტიკის დედა" სიმართლის თქმის გამო ისჯება. და რომ იდევნება სიმართლე! თავისუფალი სიტყვა!

 

ამხანაგ ნონას მხარს სხვა ამხანაგები აუბამენ. განსაკუთრებით აი, ის, სკოლა დედიკოს ხათრით რომ დაამთავრებინეს, ამხანაგი ხაბეიშვილი, იაქტიურებს - აი, მაია კი არა, მეც ვამბობ, - იტყვის და მჯიღს დაირტყამს ნაციონალურ "ბაშკაზე".

 

რაც მთავარია დოკუმენტებს ვერ წარმოადგენენ და დიდი ალბათობით დაკისრებული ზიანის ანაზღაურებაზე საქმე რომ მიდგება, ტელევიზიის გაკოტრებაზე "აჭიკჭიკდება" ამხანაგი უფროსი, ჭუტოვიჩი, ავტოავარიაში ახალგაზრდა რომ იმსხვერპლა და ვითომ არაფერი, მისთვის კანონმა რომ არ იკანონა!

 

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მომავალში კონკრეტული მედია­საშუალებების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას სისტემური ხასიათი ჰქონდეს. „ამას ექნება სისტემური ხასიათი, იურისტთა ჯგუფი მუშაობს და სადაც ვნახავთ, რომ იქნება მსგავსი განცხადება, გვექნება შესაბამისი რეაგირება”, - აღნიშნა დიმიტრი გაბუნიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner