logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: არ მინდა, დავიჯერო, რომ სააკაშვილმა ასეთი ბრძანება გასცა...
- +

22 აგვისტო. 2016. 21:22



პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე  სუს-ის მიერ,  დაგეგმილი ტერაქტის  აღკვეთას ეხმაურება:




არ დავასახელებდი ამ პოლიტიკურ ძალას, რომ არა  ბმა, რომელიც სოციალურ ქსელში გამოჩნდა - ვინმე ნადირაძის პოსტი, სადაც წერია, რომ ჩვენები დაიჭირეს თბილისშიო. ეს ძალიან საინტერესო ფაქტია, მაგრამ მაინც არ მინდა წარმოვიდგინო, რომ უკრაინაში მყოფ ადამიანებს იმდენად აქვთ თავზე ხელი აღებული, რომ ყველაფერზე შეიძლება წავიდნენ, რომ პოლიტიკურ  შედეგს მიაღწიონ საქართველოში.

 

ფაქტია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტი, საეჭვოა, ბევრ კითხვას აჩენს და იმას მაინც გვკარნახობს, რომ ასოცირდებიან ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ძალასთან. მიხეილ  სააკაშვილი  ხელმძღვანელობს ამ პოლიტიკურ გუნდს და არ მინდა, დავიჯერო, რომ მიხეილ სააკაშვილმა ასეთი ბრძანება გასცა.

 

სულ საუბრობენ, რომ ეს ხელისუფლება უუნაროა. დამტკიცდებოდა, რომ ხელისუფლებას სტრატეგიული გაზსადენის დაცვა და თავის მეზობელს, სომხეთს ფაქტობრივად ტოვებს ენერგომამარაგების გარეშე. ეს ტერაქტი დაბრალდებოდა ისლამურ იატაკქვეშეთს და ორ კურდღელს მოკლავდნენ. ერთი ის, რომ ხელისუფლებას გაზსადენის დაცვა არ შეუძლია და მეორე ის, რომ საქართველოში ძალიან ძლიერი  პოლიტიკური ისლამის გავლენა. თუ ეს დაგეგმილი იყო „ნაციონალური მოძრაობის" მიერ, მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ მესამე ძალამ ეს ხალხი გამოიყენა", - აღნიშნა არეშიძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner