logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: სამშობლოს წინააღმდეგ მოქმედი ყველა აგენტი - აგენტია! ამ სიტყვის ყველაზე საშინელი და სამარცხვინო გაგებით
- +

2 სექტემბერი. 2022. 14:04

 

 

„სამშობლოს წინააღმდეგ მოქმედი ყველა აგენტი - აგენტია! ამ სიტყვის ყველაზე საშინელი და სამარცხვინო გაგებით გინდ ფანჩატურში და გინდ პარლამენტში დააჯინო ისინი და რა გინდ ბრუნვასა და ხარისხშიც არ უნდა აიყვანოთ ეგ ქვეყნის მოღალატე სუბიექტები!“ - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად პრემიერმა განაცხადა, რომ ყველა სახელმწიფოს ჰყავს თავისი აგენტები, მოღალატეები და გამყიდველები.

 

„სამშობლოს წინააღმდეგ მოქმედი ყველა აგენტი - აგენტია! ამ სიტყვის ყველაზე საშინელი და სამარცხვინო გაგებით, გინდ ფანჩატურში და გინდ პარლამენტში დააჯინო ისინი და რა გინდ ბრუნვასა და ხარისსხშიც არ უნდა აიყვანოთ ეგ ქვეყნის მოღალატე სუბიექტები! თავს უფლებას მივცემ და ცოტას გადავაკეთებ დიდი პოეტის მუხრან მაჭავარიანის შედევრს: „დაღონებული როა კაცი - იმ კაცის მესმის. გახარებული კაცის არ მესმის. ვინც გინდა იყავ, - გინდ არქიფო, გინდ ზაქარო! - რა გეაგენტებაა (პოეტი წერს - რა გიხარია), შე შობელძაღლო!“ - წერს გვენეტაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner