ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ვანო მერაბიშვილი ჰყავთ სტუმრად, საქართველოდან, საერთაშორისო ფორუმზე.
საჭიროა კომენტარები?
გადახედეთ შემადგენლობას: გორბაჩოვის „პერესტროიკის“ მხარდამჭერი კუბილიუსი, დუგინისტი არესტოვიჩი და ა.შ.
მაიკლ მაკფოლს არ უტყდება?
სასჯელი ვინც მოიხადა, მათ მიმართ პრეტენზია არ უნდა არსებობდეს, მაგრამ მსგავსი მუხლებით როცა ხარ გასამართლებული, როცა სააკაშვილიც კი ყველა შეცდომის (დანაშაულის) დამნაშავედ გთვლის, იცხოვრე ჩვეულებრივი ცხოვრებით, მით უმეტეს, რომ კონფისკაცია არ არსებობს, მაგრამ დემოკრატიაზე ნუ გვესაუბრები, პოლიტიკისკენ ნუ მიიწევ...
ასეთ ფაქტებზე რომ არ აქვს მოსახლეობას რეაქცია და ფეხზე რომ არ დგება, მერე ნუ გაგიკვირდებათ...“ - წერს ამირან სალუქვაძე.