logo_geo
eng_logo
ნოდარ მელაძე: უმიზეზოდ ადამიანები ტელევიზიიდან, რომლის აშენებაში დიდი როლი ითამაშეს, არ მოდიან
- +

2 სექტემბერი. 2022. 16:33

 

 

„უმიზეზოდ ადამიანები ტელევიზიიდან, რომლის აშენებაში დიდი როლი ითამაშეს, არ მოდიან“, - ამ სიტყვებით ეხმაურება „ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე „მთავარი არხიდან“ „ვანოს შოუს“ „ტვ პირველზე“ გადასვლას.

 

მისი თქმით, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ყოფილ სამსახურზე არ უნდა ილაპარაკო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს სათქმელი არ აქვს.

 

„უმიზეზოდ ადამიანები ტელევიზიიდან, რომლის აშენებაში დიდი როლი ითამაშეს არ მოდიან!!! თუ ვინმე ფიქრობს (და მეც ასევე მოვიქეცი), რომ ყოფილ სამსახურზე არ უნდა ილაპარაკო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს სათქმელი არ აქვს! ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ვინ რას აკეთებდა, როგორ და რანაირად, როდესაც ფორსმაჟორში არხი იყო გასაშვები, ჩემზე კარგად არავინ იცის!!! მეხსიერება კომპიუტერი არ არის, DELETE-ს ღილაკით წაშალო მართლა ყველაფერი!“ - წერს ნოდარ მელაძე.

 

ნოდარ მელაძის სტატუსს ეხმიანება „მთავარი არხის“ ყოფილი წამყვანი თამარ ბაღაშვილი რომელიც წერს - „რამდენი „გმირი“ და „მორალისტი“ ყოფილა, ვეღარ ვითვლი“, რაზედაც მელაძე პასუხობს - „ყველას ყველაფერი გაუკეთებია, ჩვენ მატყლს ვჩეჩავდით ალბათ“ .

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner