logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი სენაკის შუალედურ არჩევნებზე: „გახარიებმა“ და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა კანდიდატი არ წარადგინეს, არა, ვერ წარადგინეს
- +

2 სექტემბერი. 2022. 16:39

 

 

„დღეს კანდიდატების წარდგენის ვადა ამოიწურა და არც „ნაცმოძრაობამ“, არც „გახარიებმა“ და არც სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა კანდიდატი არ წარადგინეს. არ წარადგინეს არა, ვერ წარადგინეს. ვერ წარადგინეს იმიტომ, რომ გარდაუვალ მარცხს და სირცხვილს აარიდეს თავი“, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

მისივე თქმით, ძალიან მალე სენაკის მუნიციპალიტეტში დალაგდება ყველაფერი, „ოცნება“ არჩევნებს მოიგებს და უმრავლესობას დააკომპლექტებს.

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სენაკის შუალედურ არჩევნებში გუშინ პირადად წარადგინა კანდიდატი. დღეს კანდიდატების წარდგენის ვადა ამოიწურა და არც „ნაცმოძრაობამ“, არც „გახარიებმა“ და არც სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა კანდიდატი არ წარადგინეს. „არ წარადგინეს“ არა, ვერ წარადგინეს. ვერ წარადგინეს იმიტომ, რომ გარდაუვალ მარცხს და სირცხვილს აარიდეს თავი. ძალიან მალე სენაკის მუნიციპალიტეტში დალაგდება ყველაფერი, „ოცნება“ არჩევნებს მოიგებს და უმრავლესობას დააკომპლექტებს. დრომ აჩვენა, რომ „გახარიებიც“ და „ნაცმოძრაობაც“, ეს ორი ერთმანეთთან შეზრდილი სიმბიოზი რეგიონებში მხოლოდ ასარევად გაერთიანდნენ, მათ არსად ჯერ ხალხისთვის სიკეთე არ მოუტანიათ!!!“ - წერს ნიკოლეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner