logo_geo
eng_logo
ბოლო 8 თვის განმავლობაში 105.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხილი და კაკლოვნებია ექსპორტირებული
- +

2 სექტემბერი. 2022. 17:33

 

 

2022 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 8 თვის განმავლობაში საქართველოდან 105.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხილი და კაკლოვნებია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 9.5%-ით აღემატება.

 

2022 წლის 1 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებული ხილის მნიშვნელოვანი წილი შემდეგ პროდუქციას უჭირავს:

 

თხილი - აღნიშნულ პერიოდში, ექსპორტის ღირებულებამ 45.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.6%-ით აღემატება. თხილის ექსპორტი 35 ქვეყანაში განხორციელდა, ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია, სადაც 33.0 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილია ექსპორტირებული.

 

ატამი და ვაშლატამა - ექსპორტის ღირებულებამ 28.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 3.6%-ით აღემატება.

 

მოცვი - ექსპორტის ღირებულებამ 8.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 49.0%-ით აღემატება.

 

 ვაშლი - ექსპორტის ღირებულებამ 5.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.5%-ით ნაკლებია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner